ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ,გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

278345633 346114880886473 4642577148044576675 n

 

278374418 346180127546615 4296835185287066543 n

 

278335395 346114844219810 1072724818811591845 n

გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა

277670906 338710228293605 37927640387465421 nგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო შემდეგი საკითხები: გენდერული თანასწორობის ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩო, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმა და მისი კავშირი ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკასთან და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი პატრისია როსა გარსია და ევროკავშირის პროექტის ექსპერტი ნინო დოლიძე.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის ,,გენდეული თანასწორობა და ქალთა მიმართ მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტში საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებიც არიან ჩართულნი.
277706394 338710361626925 7428601330904532980 n
277665575 338710271626934 115596356775735953 n
277664044 338710171626944 2972724572002463611 n

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

momorandumi 02გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ხელი მოაწერა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ადგილობრივი ახალგაზრდების და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში დანერგვის ხელშეწყობა.
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის განვითარება და სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.

 

 

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი