მურაზ ღოლიჯაშვილი დაიბადა გორის რ–ნის სოფელ პატარა გარეჯვარში 1969 წლის 23 სექტემბერს.
1976–1983 წლებში სწავლობდა გარეჯვრის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით კი თბილისის კომაროვის სახელობის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო–საგზაო ფაკულტეტზე.
1992–2003 წლებში მუშაობდა აგროფირმა ,,გარეჯვარი“– ს დირექტორის მოადგილედ – საინჟინრო სამსახურის უფროსად. 2003–2007 წლებში მუშაობდა შპს ,,აგროქართლი“–ს კონსულტანტად. ხოლო 2007 წლიდან დღემდე მუშაობს რესტორან ,,ნაჭარმაგევში“ – მენეჯერად.
მურაზ ღოლიჯაშვილი 2017 წელს არჩეული იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. მისი მუშაობის მთავარი მიმართულებაა მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
მურაზ ღოლიჯაშვილს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.