უკრაინისთვის

for ukraine 01გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შენობაში  რამოდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა  უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. შეგროვდა თბილი ტანსაცმლი, არამალფუჭებადი პროდუქტი,პირველადი მოხმარების საგნები  და ჰიგიენის საშუალებები.
16 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია მამულაშვილმა, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გოგშელიძემ, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ ლაფაჩმა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გიგა გელაშვილმა  და საკრებულოს წევრებმა ტრანსპორტში ჩატვირთეს მოძმე ერის დასახმარებლად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
 აღსანიშნავია,რომ  ქალაქ მელიტოპოლის მერმა, ტყვედ ჩავარდნამდე, დამეგობრებულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართა.
#უკრაინისთვის

for ukraine 03for ukraine 04

for ukraine 02

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი