
12 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიება გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გახსნა საბჭოს წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას იგი შეეხო იმ პროექტებს, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს გენდერული კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გენდერული ბიუჯეტისა და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვას.საბჭოს სხდომაზე დაისახა სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებები.
საბჭოსთან მომავალში თანამშრომლობის მიზნით,სხდომას ესწრებოდა იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაიშვილი.