
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
სამოქმედო გეგმა 2022-2025 წლებზეა გათვლილი და 6 სფეროს მოიცავს:
• ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა;
• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;
• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
• თანამშრომლობა და კოორდინაცია;
• გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება;
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.