
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები; ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები; რამდენიმე მუნიციპალური ქონების სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით ქონების გადაცემის; გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი; გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების სახელდების შესახებ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებისა და ასევე, რამდენიმე სოფელში არსებული ქუჩების სახელდების; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხები.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა , ასევე, მოისმინეს რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.