გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წლის 13 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ჩატარდა მორიგი საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდა 15 ქალი და 3 მამაკაცი, სულ 18 მონაწილე
სოფლებიდან: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ფხვენისი, ზემო ხვითი.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი:



შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ქალები სოფლად.
ერთად განვიხილეთ აღნიშნული პრობლემები და ვიმსჯელეთ მათი გადაჭრის გზებზე.