ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლების, ახალგაზრდული საბჭოს წევრების შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან

21 ივლისს ა(ა)იპ სამოქალაქო საზოIMG 3271 1გადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ახალაგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შემუშავებული „ საკრებულო ახალაგაზრდებისთვის“ კონცეფციის შეთავაზება, რაც ითვალისწინებს თვეში ერთხელ, ერთი დღით შეხვედრის დაწესებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს კომისიების, ბიუროს, საკრებულოს საქმიანობის, მიღებული გადაწყვეტილებების, ჩართულობის მექანიზმების და მონაწილეობითი მიდგომების გაცნობა ახალგაზრდებისთვის.
აღნიშნული კონცეფცია წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) თანამშრომლობით, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების მეთოდოლოგიის (ბენჩმარკინგი) დანერგვის შემდეგ, საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული.

 

 

 

 

 

IMG_3280.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG 3279

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი