გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით კარიერული ორიენტაციის ტრენინგი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის 2022-2024 წ.წ. გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს 6 ძირითადი მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულებაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, საჭიროა ხელი შევუწყოთ ქალთა განვითარებას და მათში სხვადასხვა უნარების აღმოჩენას, განათლებას (მათ შორის სხვადასხვა პროფესიის შესწავლად) და დასაქმებას,ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერებული ბენეფიციარების რაოდენობას.
სწორედ ამიტომ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა კარიერული ორიენტაციის ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 15–მდე სამუშაოს მაძიებელი ქალი გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები, სამეშაოსთვის მზაობა, როგორ უნდა მოვამზადოთ ეფექტური cv , მოტივაციის წერილი და როგორ მოვემზადოთ ეფექტურად გასაუბრებისთვის. ტრენინგი მიდიოდა კითხვა–პასუხის რეჟიმში, მონაწილე ქალები ტრენერებს უზიარებდნენ აქამდე არსებულ გამოცდილებას და იმ გამოწვევებს, რომელიც შეხვდათ სამუშაოს ძიების დროს.
ტრენინგი განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სწავლა, წვრთნა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“ სატრენინგო სესია გახსნა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ვერა ბიწაძემ, სესიას უძღვებოდნენ ნინო მეგრელიშვილი და თამუნა ბიგანიშვილი, აქვე აღვნიშნავთ, რომ ნინო მეგრელიშვილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია სამოქალაქო სექტორიდან.
ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მათ დასაქმებაში, ასევე მონაწილე ბენეფიიცარებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე ისარგებლონ უფასო კარიერული კონსულტაციით, დარეგისტრირდნენ სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობა შრომის ბაზარზე.
მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც ჩატარდება.
312847760 488493159981977 4646179737544581935 n
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი