სოფელ მეღვრეკისში ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
მეღვრეკისის ბაღი ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება.ახალი ბაღი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვასთან,საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლია მამულაშვილთან, საკრებულოს წევრ ლიანა ოქროპირიძესთან ერთად გახსნა.ახალი შენობა ორსართულიანია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
მეღვრეკისის საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.