საკრებულოს სხდომა. 11 მარტი

11 მარტს 11:00 სთ-ზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრისN#87 დადგენილებაში ცვლილება რომელიც ითვალისწინებს  განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ფულად  დახმარებას  ერთჯერადად, ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

საკრებულომ მოიწონა და დაამტკიცა გორის მუნიციპალიტეტში 2019  წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტი,რომელიც ითვალისწინებს  ქ.გორში წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის ჩრდილოეთით, გრუნტის წყლების განმტვირთველი სადრენაჟო სისტემის მოწყობას,რომლის ღირებულება შეადგენს 680,000 ლარს.

საკრებულომ ასევე მოიწონა გორის მუნიციპალიტეტში 2019  წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები,რომელთა საერთო ღირებულებაა 1630 000 ლარი.

აგრეთვე მხარი დაუჭირეს საკითხს გორის მუნიციპალიტეტში 2019  წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განხორციელებას,კონკრეტულად,გორის მუნიციპალიტეტში 13  სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაციასა და სოფ.ტინისხიდის ამბულატორიის  მშენებლობას.

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით საკრებულომ დაამტკიცა გორის მუნიციპალიტეტის “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა”,რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,იგი მოიცავს ორ წელზე გათვლილ, კონკრეტულ საქმიანობებს.

საკრებულოს სხდომამ დაამტკიცა გორის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019 წლის  სამოქმედო გეგმა,რომელიც მიზნად ისახავს 2019 წელს  განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქციების: ,,ევროპული შენების” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  გაუქმება. ფრაქციების დაშლის გარდა, საკრებულოში სხვა სახის ცვლილებაცაა. საკრებულოს წევრმა ბადრი ნანეტაშვილმა საკრებულო დატოვა და მისი ადგილი პაპუნა კობერიძემ დაიკავა.

54278583 565199240634780 4122272364744409088 n

 
 
 
 
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი