კობა ბერიანიძე დაიბადა ქ. გორში 1981 წლის 22 დეკემბერს.
გორის მე-12 სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სუხიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე იურისტის სპეციალობით.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონში;
2014 წლიდან - 2017 წლამდე არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
2017 წლიდან არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი;
2018 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მადგილე;
მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპია, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მცხოვრები ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ერთნაირად სარგებლობდნენ მუნიციპალური სერვისებით;
მისი ინიციატივით სოფელ ზეღდულეთში განხორციელდა რამოდენიმე ინფრაქტრუქტურული პროექტი, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალის მოწყობა და სოფელ ახალსოფელში საჭიდაო და სპორტული მოედნის მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი