გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს საკრებულოში სტაჟირებაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებისათვის, სპეციალობით საჯარო მმართველობა და სამართალმცოდნეობა, სულ 2 ვაკანსიაზე.
კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
- უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი;
- იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
- სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს :
- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
- CV;
- ორი ფოტოსურათი (3X4).
სტაჟირების ვადაა ერთიდან ექვს თვემდე, ანაზღაურების გარეშე. წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
საბუთების მიღება წარმოებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (ქ.გორი, სტალინის #16. მე-3 სართული) 27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებებს!