9 აგვისტოს საკრებულოს სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები:
 

       გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს, აქედან 2 საკითხი დღის წესრიგში რიგგარეშედ იქნა შეტანილი. რიგგარეშე საკითხთა შორის იყო სოფელ ლევიტანას დაწყებით სკოლისთვის,  რომელსაც საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ამ დრომდე განთავსებული იყო ფიზიკური  პირის საკუთრებაში არსებულ კერძო სახლში, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ლევიტანაში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რიტუალების სახლის  5 (ხუთი) წლის ვადით გადაცემა.
 

      დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების (მიწის ფართები) იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს და სხვა.

 
     მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება შეეხებოდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის #1594 განკარგულებით გამოყოფილი თანხას ( 349 540 ლარი), რომელიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის უნდა გაიხარჯოს.
 

         განსახილვევლის საკითხების პარალელურად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ასევე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა განყოფილებების ანგარიშები.

          წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილებამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შეამოწმა მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახური, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, გაცემული რეკომენდაციები და მიღწეული შედეგები წარმოდგენილი იყო  განყოფილების ანგარიშში.
 

        გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების ანგარიშში საუბარი იყო 2019 წლიდან დღემდე   სპორტის განვითარების პროგრამით განხორციელებულ  ღონისძიებებზე, ასევე სპორტის პოტენციალის გაზრდის მიზნით შემუშავებულ მუნიციპალური პროგრამებზე და წინადადებებზე, მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნებისა და კომპლექსების ხელშესაწყობად  ჩატარებულ საქმიანობებზე.
 

       გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების ანგარიში კი მოიცავდა 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე გაწეულ საქმიანობას.  როგორც წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა ამ პერიოდის მანძილზე მონიტორინგის განყოფილებამ  24112385 ლარის ღირებულების 97 ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ სხვადასხვა სამუშაოს გაუწია ზედამხედველობა-მონიტორინგი. ზედამხედველობის სამსახურის და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად საანგარიშო პერიოდში მიღებული ეკონომია 155 055 ლარია. სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ გამოყენებული იქნა სანქციები - აქედან 5 კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები,  ხოლო 7 კომპანიას დაეკისრა საჯარიმო სანქცია ვადების დარღვევის გამო.   

           საკრებულოს დღევანდელ სხდომას 38  საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 12 საკითხს მხარი დაუჭირა, 3 საკითხი (მერიის სხვადასხვა განყოფილებების ანგარიშები) დადებითად შეაფასა, ხოლო 1 საკითხზე (მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა) მოისმინა ინფორმაცია.



Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი