მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარწყავი წყლით მომარაგება უმჯობესდება

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარწყავი წლით გამართულად უზრუნველყოფისთვის ტირიფონის და ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრებმა 2019 წლის რწყვის სეზონისთვის რიგი სამუშაოები შეასრულეს:

გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ჩატარდა ძირითადი სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოები. მაგალითად შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები - 11 500 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით კი 2400 გრძივ მეტრზე. ნიქოზში ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები  9800 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით კი 3700 გრძივ მეტრზე. ვარიანში კი ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები - 7300 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით - 18 კმ-ზე. ასევე გაიწმინდა ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 კმ-მდე II რიგის გამანაწილებელი არხები, სოფელ მეჯვრისხევის შესასვლელში გ-3-2 არხზე მდინარე მეჯუდაზე გამავალი დიუკერი, რომლის გაწმენდის შემდეგ დღეის მდგომარეობით სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია სოფლების - ზერტის,  კვარხეთის და ხელთუბნის ის ფართობები, რომელთა მორწყვაც გასულ წლებში ვერ ხერხდებოდა. ასევე ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდა  ბროწლეთი - ტირძნისის ტერიტორიაზეც.

 

არხების წმენდის პარალელურად მოხდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

 სოფელ არბოში ტუმბო დანადგარები შეიცვალა ცენტრალური ტუმბოებით, რამაც მთლიანად დააკმაყოფილა სოფლების - არბოს, დიცის და ქორდის მოსახლეობა.  შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოეწყო 4 მილხიდი (530 მმ-იანი) მეორადი ლითონის მილით. პარალელურად მიმდინარეობს ძლვიჯვრის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ მოპირკეთდა მაგისტრალური არხის 3 კმ-იანი და გამანაწილებელი არხების 700 მეტრიანი მონაკვეთი. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება შემოდგომაზე სარწყავი სეზონის დასრულების შემდეგ. სულ მოპირკეთდება 10 კმ-ზე ძლევიჯვრის მაგისტრალური არხი.

 ნადარბაზევის წყალსაცავში რწყვის სეზონისათვის დაგროვილია 2,3 მლნ მ3 სარწყავი წყალი, რითაც დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის  სოფლები. 

  • ,, საერთოდ წყლის დონე არხში მცირდება 15 ივლისიდან როგორც დიდ იახვზე, ასევე პატარა იახვზე. დღეის მდგომარეობით სარწყავი წყლის დეფიციტი არ არის ჩვენი მომსახურეობის არეალშ. წყლის დებეტის შემცირების შეთხვევაში ყველა ღონისძიებითვის მზად არის ტირიფონის სერვის ცენტრი, რათა წარმატებით ჩატარდეს 2019 წლის რწყვის სეზონი .
  • ,,დღეის მდგომარეობით სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრში შემავალ გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს“, იტყობინებიან ტირიფონის და ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრები.

 

აღნიშნული ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტირიფონის და ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრებმა  მიაწოდეს. 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 (370) 27-29-99 
  +995 (370) 27-71-33
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი