გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ნიშნების დადგმა და ,,ხელოვნური უსწორმასწორობის“ მოწყობა იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით (N157-ით) უახლოეს ხანში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საგზაო ნიშნების დადგმა და ხელოვნური უსწორმასწორობის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხს 9 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

განკარგულების მიხედვით რკინიგზის შლაგბაუმიან და უშლაგბაუმო გადასასვლელებზე საგზაო ნიშნები დაიდგმება სოფლებში - ქვახვრელი, შინდისი, ქვემო ხვითი  და  ნიქოზი. აღნიშნულის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს რკინიგზის სამმართველომ მიმართა. 

საგზაო ნიშნები დაიდგმება ქ. გორში ტყვიავის ქ.N7-ში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და სუხიშვილის ქუჩაზეც. ამასთან, ტყვიავის N7-ში ხელოვნური უსწორმასწორობის მოწყობაც იგეგმება.  ამ მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წელს მოქალაქეებმა - ეკატერინე ქოთოლაშვილმა და ზურაბ იზორიამ მიმართეს.

საგზაო ნიშნების დადგმა და ,,ხელოვნური უსწორმასწორობის“ მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი