გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობენ

მიმდინარე წელს გორში  ავტოპარკის მოწყობა იგეგმება.  ავტობუსების სადგომის და დამხმარე ნაგებობის მოწყობის პროექტი დღეს გამართულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს. 

 

აღნიშნული ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემი ავტობუსებისთვისაა განკუთვნილი, რომლის შესაძენად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ავტობუსების გადმოცემა დააჩქარებს გორის მუნიციპალიტეტში  საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

 

ავტოპარკის მოწყობის პროექტის ღირებულებაა  1 120 271 ლარი და დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.  

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი