ბიუროს სხდომა. 30 აგვისტო

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 11 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.

• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”   დადგენილების პროექტი;

• გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

• „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  დადგენილების პროექტი;

• “სსიპ   გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლისათვის  კირიონ საძაგლიშვილის  სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე”  განკარგულების პროექტი

• „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“  განკარგულების პროექტი.

•  „ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთის     ს/კ 66.45.17.384  ფ/პ  ისაკ ელიშაყოვისთვის  პ/ნ 59001020237  პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით,  აღნაგობის  ფორმით  გადაცემაზე,      გორის      მუნიციპალიტეტის      მერისთვის,    თანხმობის     მიცემის  შესახებ“  განკარგულების პროექტი.

• “გორის მუნიციპალიტეტის ქონების, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.54.10.040) პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”  განკარგულების პროექტი;

• „გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „ქალი და განვითარებისთვის“ ს/ნ 417875035 პირდაპირი განკარგვის წესით,    უსასყიდლო     უზუფრუქტის     ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის   თანხმობის   მიცემის    შესახებ“ განკარგულების პროექტი;                                                          

• ,,გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №158 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტი.

• ,,გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №159 განკარგულებაში  ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტი.

• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ”  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების   შეტანის  თაობაზე”  განკარგულების პროექტი;

• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”   განკარგულების პროექტი

• „ქ. გორში  გურამიშვილის  ქუჩა № 5_ის მიმდებარედ  საგზაო ნიშნის  3.28  „დგომა აკრძალულია “  განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

• „ქ. გორში,  ჩოდრიშვილის, თამარ მეფის, დავითაშვილის და ყაზბეგის ქუჩებზე ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

• „ქ.გორის ქუჩებში საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

• „ქ.გორში ი. გოგებაშვილის ქუჩაზე  საგზაო ნიშნების -„ დგომა აკრძალულია“ -ს განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

ანგარიშები

• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში“

• „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მოსმენა“

• „ა(ა)იპ  გორის  მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2019 წლის ანგარიში“

• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის განვლილ პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში“

• „ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში კურკოვანი და თესლოვანი ხილის მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ“

•  “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავების  შესახებ”
                                                                                                                                           
საკრებულოს კომისიების სხდომები 2 და 3 სექტემბერს გაიმართება.  სხდომები ღია და საჯაროა.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი