შეხვედრა პოლონელ ახალგაზრდებთან

 დღეს,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ქართულ-პოლონური ახალგაზრდული სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ქართულ-პოლონური ახალგაზრდული სასწავლო გაცვლითი პროგრამის შექმნის ინიციატივა წარმოიშვა გორისა და ტომაშოვ ლუბელსკის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამა გულისხმობს ორივე ქვეყნაში, ერთ კვირიანი გაცვლითი პროგრამის ორგანიზებას, რომელშიც ერთობლივად იქნება ჩართული 10 ქართველი და 10 პოლონელი ახალგაზრდა. პროგრამის მიზანია, ორივე ქვეყნის ახალგაზრდების მიერ საქართველოსა და პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა,არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება და მათი სოციალური უნარების გაძლიერება. გაცნობითი სახის შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიეცათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი