საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 9 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.

.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საწვავის ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი;

.“სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლისათვის კირიონ II-ის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი;

.“სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლისათვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი;

.”გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, (ს/კ 66.05.17.240.01.501) შპს „პანაცეასთვის“ ს/ნ 417877284 პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ფ/პ ჯუმბერ ხვედელიძისთვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

ანგარიშები

.„გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში“

.„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში“

.„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ 2019 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში“

.„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში“

. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 2019 წელში გაწეული საქმიანობის ანგარიში“

.„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში“

. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის წლის I კვარტლის სამუშაო გეგმების შემუშავება“.
საკრებულოს კომისიების სხდომები 2 და 3 დეკემბერს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი