გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. 13 დეკემბერი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 37 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 25 საკითხს მხარი დაუჭირა, წარმოდგენილ 6 ანგარიშს კი დადებითი შეფასება მისცა. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხს მხარი არ დაუჭირა.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას, გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, გორის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონებას,გორის მუნიციპალიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების, ახალგაზრდების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას, გორის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების პროგრამის დამტკიცებას,კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვის, კულტურული მემკვიდრეობის, საგანძურის, რელიგიური მნიშვნელობის კერების რეაბილიტაციის და მშენებლობის ღონისძიებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცებას,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაბრიკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისთვის განხორციელებული მრიცხველის დამონტაჟების საფასურის გადასახდელად ფინანსური დახმარების პროგრამის დამტკიცებას და სხვა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი