საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 11 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.

.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი.

.“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

.„ქ. გორში გურამიშვილის ქუჩა № 5_ის მიმდებარედ საგზაო ნიშნის 3.28 „დგომა აკრძალულია განთავსების თაობაზე „ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის N175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

.„ქალაქ გორში გორიჯვრის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებისა და ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

.“ქალაქ გორში, რუსთაველის ქუჩაზე და 26 მაისის სახელობის სანაპიროზე ამკრძალავი საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე” განკარგულების პროექტი;

ანგარიშები
.„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში“

.„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში“

.„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობასა და გამწვანების განყოფილების 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შწესახებ ინფორმაცია“

.„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურის 2019 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შესახებ ინფორმაცია“

საკრებულოს კომისიების სხდომები 30 და 31 დეკემბერს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი