გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

2020 წლის 10 იანვარს 11:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 31 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 5 საკითხს მხარი დაუჭირა, წარმოდგენილ 3 ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა:
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎„ქალაქ გორში გორიჯვრის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებისა და ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.დავით გუდაძე/
📎„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს. ლიანა ჩლაჩიძე/
📎„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
📎ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობასა და გამწვანების განყოფილების 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის“ მოსმენა; /მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურის 2019 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის“ მოსმენა; /მომხს.დავით გუდაძე/

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი