გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 13 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.

📎 „გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;

📎„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;

📎„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;

📎 “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე” განკარგულების პროექტი;

📎 “გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ” განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;

📎„გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

📎“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.44.04.731), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;

📎“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.46.26.003.001) პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;

📎“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.44.04.720) პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;

📎„შპს „ახალი ქართული მენეჯმენტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემული ქონების (ს/კ 66.45.12.402) ახალი მოიჯარე, მაია კიკნაძესთვის იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.45.27.245) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.“გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების 2019 წლის ანგარიში”

20.“ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის გაზეთი ,,გორის მაცნეს“ 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში”

📎.“გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის ბოლომდე შესრულებული სამუშაოს ანგარიში”

📎“გორის მუნიციპალიტეტში 2020 სასოფლო - სამეურნეო კულტურის რწყვის სეზონისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია”

საკრებულოს კომისიების სხდომები 3 თებერვალს და 4 თებერვალს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი