გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

2020 წლის 13 მარტს 11:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს 34 წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 19 საკითხს მხარი დაუჭირა,ხოლო წარმოდგენილ 3 ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა:
📎.„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაშიცვლილებების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ივანე კორინთელი/
📎„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ივანე კორინთელი/
📎„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
/თანამომხს.დავით რაზმაძე/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
/თანამომხს.დავით რაზმაძე/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
/თანამომხს.დავით რაზმაძე/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎8.“გორის მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების 2020 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულების პროექტი;

/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎.„მერების შეთანხმებაზე კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის მიერთების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎.“საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/

📎„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;
/მომხს. დავით გუდაძე/
📎 „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე” განკარგულების პროექტი;
/მომხს. დავით გუდაძე/
📎. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.45.15.172) სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

📎16.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.45.13.524; ფართობით 6,00 კვ.მ.) შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, შესყიდვების განყოფილების 2019 წლის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ივანე კორინთელი/
📎„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს. ზურაბ ყაჯრიშვილი/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების 2019 წლის მარტიდან 2019 წლის ბოლომდე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.დავით გუდაძე/
📎 „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎. “გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე” განკარგულების პროექტი;
/მომხს. დავით რაზმაძე/
📎“ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან“ გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს. დავით რაზმაძე/

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი