დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 10 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.
.„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი
.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;
.“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი;
.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საწვავის ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 ოქტომბრის №187 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ” განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების ,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 66.46.08.445) პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის № 79 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხდების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების ს/კ 66.46.08.268.007 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობიდან (შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 330.74) ნაწილი ფართის: 180 კვ.მ პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.
. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.53.11.328 და ს.კ 66.48.15.255) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.41.03.019), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შპს ნიქოზის ამბულატორიისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, (ს/კ 66.05.17.240.01.501) შპს „პანაცეასთვის“ ს/ნ 417877284 პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტიკის ფონდისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ მეგობრობის ხიდი - ქართლოსისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
. „ქალაქ გორში ზოგიერთ ქუჩაზე საგზაო ნიშნების დადგმის შესახებ“ განკარგულების პროექტი
. „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს 2018 წლის დეკემბრიდან განვლილი პერიოდის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ“
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის 2019 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში“
. ”გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში”.
. “გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების განყოფილების ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.”
. “გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.”
საკრებულოს კომისიების სხდომები 28 და 29 ოქტომბერს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. 07.10.19 წ შავშვებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრის და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია,
2. NDI ერთობლივი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტისათვის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაზე მონაწილეობის შესახებ,
3. საინფორმაციო შეხვედრების გრაფიკი,
4. 2019 წლის გეგმის შესრულების შესახებ,
5. დადგენილებაში ცვლილელების შეტანის შესახებ,
6. 25.11.19-10.12.19 საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასაგეგმი ღონისძიებები,
7. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ.
სხდომაზე იმსჯელეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე და დაგეგმეს სამომავლოდ ჩასატარებელი ღონისძიებები.
საკრებულოს სხდომა - 11 ოქტომბერი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 31 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 13 საკითხს მხარი დაუჭირა, 4 საკითხი შეეხებოდა ა(ა)იპების და მერისს სამსახურების ანგარიშებს და დადებითად შეაფასა, ხოლო 1 საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში.წარმოდგენილი ანგარიში შეეხებოდა საკრებულოს ბიუროს, მუდმივმოქმედ კომისიების,ფრაქციების და აპარატის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას,აგრეთვე საკრებულოს წევრების მიერ ინიცირებულ საკითხებს.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს, გენდერული თანასწორობის საბჭოში შესატან ცვლილებებს და სხვა.