შეხვედრა სსიპ ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებთან

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა სსიპ ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებს. გაცნობითი სახის შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და თავიანთი შეხედულებები გააცვნეს საკრებულოს თავმჯდომარეს.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტაჟირება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრების შედეგად შერჩეულ იქნა ორი კანდიდატი: ლადო შატბერაშვილი და გვანცა ხაბელაშვილი. ახალგაზრდები საკრებულოში სტაჟიორებად მიღებულ იქნენ 2019 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 16 იანვრამდე(ექვსი თვის ვადით).
  დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოში დეტალური სფეროს საჯარო სამართლის სტაჟირების კურსისი წარმატებით დასრულებისათვის საზეიმო ვითარებაში გადასცა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები - გვანცა ხაბელაშვილს და ლადო შატბერაშვილს და მათ სამომავლო წარმატებები უსურვა.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2020 წლის 17 იანვარს 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით ერთი საკითხი:
📎„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი - დაამტკიცა.
საკითხი შეეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას,რომლის მიხედვითაც 2 229 555 ლარი გორის მუნიციპალიტეტის ახალ 2020 წლის ბიუჯეტში აისახა.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი