
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის მიზანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ასევე ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მერიის მხრიდან 90%-ით ფინანსდება სახურავების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა.