გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა ბერიანიძის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა  ბერიანიძის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       

      2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 231 საკითხის განხილვაში. საკრებულოს ბიუროს 16 სხდომას და 331  საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 7  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 19 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი.  დავესწარი კომისიის 7 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 26 საკითხის განხილვაში.

          მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები: ზეღდულეთის თემში  ცენტრალური გზის რეაბილიტაციის შესახებ (სოფელი ახალსოფლიდან ბერშუეთამდე), სოფელ ქვემო ახალსოფელის  ხიდის რეაბილიტაციის შესახებ, ზეღდულეთის თემის სოფლებში   სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების შესახებ, სოფელ ქვემო ახალშენში  (ცენტრალური მაგისტრალიდან 100 მეტრში) ახალი სტადიონის მოთხოვნის შესახებ.  გამოვლენილ პობლემებზე მოვახდინე რეაგირება. ამასთან აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში.

   აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის როგორც საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, ასევე მერიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. 2019 წელს ვთავმჯდომარეობდი საკრებულოს ორ სხდომას.  მონაწილეობა მივიღე NDI - ს  და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეგიდით გამართულ რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესის, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის და სხვა სამართლებრივი ხასიათის საკითხები. ასევე, ვარ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წევრი,  მიმდინარე პერიოდში დავესწარი 7 სხდომას, რომელიც ძირითადად ეხებოდა მუნიციპალიტეტში  2018 წლებში დასრულებულ და 2019 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს, ასევე  2014-2021 წლების შიდა ქართლის  რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხილვას. ჩართული ვარ მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფში და აქტიურად ვმონაწილეობ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობაში.

2019 წლის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდები  საკრებულოში მოსულ მოქალაქეებს სხვადასვა საკითხებზე.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი