ძლიერი გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ძლიერი გორი"

 

  1. ვასილისა ჯაბახიძე - ფრაქციის თავმჯდომარე
  2. ბექა ქორჩილავა

 

ფრაქციის  ,, ძლიერი გორი“

პოლოტიკური პლატფორმა

 

ფრაქციის  ,, ძლიერი გორი“  საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცება;
  • საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება;
  • გორში უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება;
  • საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, თავისუფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
  • ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესებისათვის ხელშეწყობა;
  • კანონის უზენაესობის დამკვიდრება;
  • კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით სათანადო საკანონმდებლო ბაზის ხელშეწყობა;
  • გორში ინსტიტუციონალური რეფორმის გატარების მიზნით საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის განვითერბის საკითხებზე საქრთველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით სათანადო სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება;
  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა;
  • საფინანსო-ეკონომიკური გაწონასწორების პოლიტიკის მხარდაჭერა;
  • საბიუჯეტო წესრიგის დამყარება და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლზე ხელშეწყობა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის პრიორიტეტული მხარდაჭერა;
  • კერძო მეწარმეებისათვის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება;
  • კონტრაბანდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრის ღონისძიებების მხარდაჭერა;
  • მეურნეობის ცალკეული დარგების აღდგენა-განვითარება;
  • მდგრადი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება;
  • ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
  • თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ენერგო კრიზისის დაძლევის ღონისძიებების მხარდაჩერა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვა;
  • მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
  • ხელფასისა და პენსია- დახმარებების ზრდის პროცესების მხარდაჭერა, ეფექტური საპენსიო პოლიტიკის ჩამოყალიბების საკანონმდებლო მხარდაჭერა;
  • მოსახლეობისათვის სრულფასოვანი სამედიცინო  დახმარების ხელშეწყობა;
  • ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
  • განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ხელშეწყოფა;
  • მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე , სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი ოფიციალური მიმართვა;
  • საკრებულოს საქმიანობის საჯაროობა;
  • საერთო სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;
  • საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
  • თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
  • თვითმმართველობის განხორციელებაზე გორის მოსახლეობის კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა;
  • გორის აღდგენა-განვითარების ხელშეწყობა;
  • სახელმწიფო პროგრამების სისრულეში მოყვანის ხელშეწყობა;
  • გორის განაშენიანების რეგულირების ზონებისთვის ხელშეწყობა;
  • გორში ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • გორში სანიტარულ-ჰიგიენური პროგრამების განხორციელება და ხელშეწყობა;
  • მოსახლეობისათვის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის ხელშეწყობა;
  • მოსახლეობისათვის დასასვენებელი ადგილებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსების შექმნის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდობისათვის სწავლის, განათლების, დასვენებისა და დასაქმების ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • სკოლამდელი და სასკოლო რეფორმების ხელშეწყობა;
  • კულტურისა და სპორტის აღორძინების ხელშეწყობა;
  • გორსა და საზღვარგარეთის ქალაქებთან ურთიერთობის და აზრთა გაცვლა-გაზიარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს პრეზიდენტის დავალებებისა და მისი საპროგრამო პრინციპების განხორციელება;
  • ამომრჩევლის წინაშე ანგარიშის ჩაბარება საკრებულოს გაწეული და მიმდნარე საქმიანობის თაობაზე;
  • მასმედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი