ანონსი

 

8 დეკემბერს 11.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომა გაიმართება საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია

4 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში,გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ჩაატარა მრგვალი მაგიდა „ერთად,ძალადობის წინააღმდეგ“რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე დროს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
✔შეხვედრას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში,ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენელები,იგპ ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლები და ქალები სხვადასხვა სოფლებიდან.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გორის მუნიციპალიტეტის გენდერულის თანასწორობის საბჭოს ღონისძიება გაიმართა

 
 
 
გორის მუნიციპალიტეტის გენდერულის თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 29 ნოემბერს ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ქვახვრელის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,ერთად ძალადობის წინაღმდეგ". დღის ბოლოს კი უფლისციხეში მოეწყო შეჯიბრი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის.
ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი