საკრებულო ახალგაზრდებისთვის

“საკრებულო ახალგაზრდებისთვის“ დღის ფარგლებში სსიპ კარალეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის სხდომას.
ახალგაზრდებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაცნობის კუთხით შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ანონსი

 
12 ივლისს 11.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომა გაიმართება საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში.

         ი ს   პ რ ო ე ქ ტ ი

 1.„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“  დადგენილების პროექტი;

/მომხს.ასმათ ტალახაძე/

2.„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13  აპრილის №33  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

3.„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერების ადგილების განსაზღვრისა და ავტობუსების გაჩერების ადგილებზე საგზაო ნიშნებისა და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების განთავსების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 იანვრის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

4.„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“  დადგენილების პროექტი;

/მომხს.გიორგი გოგშელიძე/

5.“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე”  განკარგულების პროექტი;

/მომხს.ლეილა მამულაშვილი/

6.„გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.ლეილა მამულაშვილი/

 

  1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 თებერვლის N17 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 თებერვლის N18 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

 

9.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან  (ს/კ 66.45.21.238) 37 კვ.მ–ის პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის,   თანხმობის მიცემის  შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

10.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სს ,,ოპპასთვის’’ (ს/კ 248429598), პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე,   გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

11.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის  მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

12.„გორის მუნიციპალიტეტის ქონების სს „სილქნეტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

13.„ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

14.„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, ახლადმოწყობილი ცენტრალური გზის დასაწყისში მე-2 ქუჩაზე (მე-2 და მე-20 ქუჩების კვეთაზე) ამკრძალავი საგზაო ნიშნის განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

15.„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის მიმდებარედ საგზაო ნიშნების და „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

16.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2023 წლის ივლისიდან მიმდინარე პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მანუჩარ ლაფაჩი/

17.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების 2023 წლის ივლისიდან მიმდინარე პერიოდამდე შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.ლეილა მამულაშვილი/

18.„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის“  2023 წლის ნოემბრიდან განვლილი პერიოდის ანგარიშის  შესახებ“ ინფორმაცია;

/მომხს.გიორგი გოგშელიძე/

 

21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია მერის მიერ 11 მარტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრულ პირების სხვებთან თანაბარ პირობებში ყოფნას,ცხოვრების ყველა სფეროში.
2.ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული თანასწორობის და სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფის 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
გეგმა შემუშავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მომზადდა დოკუმენტი, რომელმაც გაანალიზა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული,ადამიანური რესურსების,ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებები და გამოიკვლია სააგენტოს თანამშრომელთა საჭიროებები.
3.მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის შექმნის თაობაზე;
( მომხს: დავით რაზმაძე)
პარლამენტის გენდერული საბჭოდან შემოსული რეკომენდაციის და ასევე,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდთან შეხვედრის დროს გამოიკვეთილი ფინანსური მხარდაჭერის განხილვა.
4. მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ.
( მომხს: დავით რაზმაძე)
გენდერული საბჭოს წევრების მიერ მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი წინადადებების წარმოდგენა.
გენდერული საბჭოს წევრებმა ყველა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი