გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში რამოდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. შეგროვდა თბილი ტანსაცმლი, არამალფუჭებადი პროდუქტი,პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენის საშუალებები.
16 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია მამულაშვილმა, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გოგშელიძემ, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ ლაფაჩმა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გიგა გელაშვილმა და საკრებულოს წევრებმა ტრანსპორტში ჩატვირთეს მოძმე ერის დასახმარებლად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
აღსანიშნავია,რომ ქალაქ მელიტოპოლის მერმა, ტყვედ ჩავარდნამდე, დამეგობრებულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართა.
#უკრაინისთვის
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნდა 2021 წლის წლის 03 დეკემბრიდან შემდეგი შემადგენლობით:
1) ბექა ქორჩილავა - ფრაქციის თავმჯდომარე;
2) კახა ლობჟანიძე - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
3) ანი ბალიაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
4 ) ნაზი დიდებელი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
5) ქეთევან გოგიაშვილი - ფრაქციის წევრი;
6) შალვა სრესელი - ფრაქციის წევრი;
7) ნანა ლოთიშვილი - ფრაქციის წევრი;
8) ნიკოლოზ კოპაძე - ფრაქციის წევრი;
9) გივი გინტური - ფრაქციის წევრი.
ფრაქცია „გორი-საქართველოსთვის“

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გორი-საქართველოსთვის“ დაფუძნდა 2021 წლის 03 დეკემბრიდან შემდეგი შემადგენლობით:
1) მამუკა ფანიაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარე;
2) მერაბ გოხელაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
3) მაია ბოლაშვილი - წევრი.