ფრაქცია „გორი-საქართველოსთვის“

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  „გორი-საქართველოსთვის“ დაფუძნდა 2021 წლის 03 დეკემბრიდან შემდეგი შემადგენლობით:

 

1) მამუკა ფანიაშვილი   - ფრაქციის თავმჯდომარე;

2) მერაბ გოხელაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;

3)  მაია ბოლაშვილი - წევრი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა

📌3 დეკემბერს 12.00 საათზე გაიმართა  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა;  
 📌სხდომა   პირბადის ტარების და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობდა შემდეგი დღის წესრიგით:
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე
1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
2. სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
4 საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ
1. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
2. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
3. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
4. გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
5. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს წევრების დანიშნულად ცნობად მიღების შესახებ;
6. საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დავით რაზმაძე,ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად: მარლენ ნადირაძე,თამარ მურალოვა და ბექა ლობჟანიძე.
სხდომას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.რომელმაც ახალი მოწვევის საკრებულოს წარმატებები უსურვა.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა პროცედურებიც ჩატარდა საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობას, აირჩიეს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.
 დღეს საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა, აღსანიშნავია, რომ საკრებულოში 5 მუდმივმოქმედი კომისიაა. საკრებულოს წევრებმა კენჭისყრის გზით აირჩიეს როგორც კომისიების, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეებიც.
ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – თავმჯდომარე კობა ბერიანიძე;
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  – ბექა ქორჩილავა; ,,გორი საქართველოსთვის” – მამუკა ფანიაშვილი.
საკრებულოს წევრებმა კენჭისყრის გზით,ასევე აირჩიეს საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ასმათ ტალახაძე,სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მანუჩარ ლაფაჩი,ჯანდაცვის, განათლების,სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გოგშელიძე,ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ მელანაშვილი, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი.
ახალი მოწვევის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდა, აქედან ოცდაოთხი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია, ცხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  და  სამი "საქართველოსთვის" წარმომადგენელი.

 06122021 002

06122021 003

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი