2022 წლის 20 აპრილს შედგა გენდერული საბჭოს სხდომა.გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
სამოქმედო გეგმა 2022-2025 წლებზეა გათვლილი და 6 სფეროს მოიცავს:
• ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა;
• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;
• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
• თანამშრომლობა და კოორდინაცია;
• გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება;
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.


12 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიება გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გახსნა საბჭოს წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას იგი შეეხო იმ პროექტებს, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს გენდერული კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გენდერული ბიუჯეტისა და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვას.საბჭოს სხდომაზე დაისახა სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებები.






