გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

momorandumi 02გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ხელი მოაწერა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ადგილობრივი ახალგაზრდების და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში დანერგვის ხელშეწყობა.
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის განვითარება და სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.

 

 

უკრაინისთვის

for ukraine 01გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შენობაში  რამოდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა  უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. შეგროვდა თბილი ტანსაცმლი, არამალფუჭებადი პროდუქტი,პირველადი მოხმარების საგნები  და ჰიგიენის საშუალებები.
16 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია მამულაშვილმა, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გოგშელიძემ, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ ლაფაჩმა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გიგა გელაშვილმა  და საკრებულოს წევრებმა ტრანსპორტში ჩატვირთეს მოძმე ერის დასახმარებლად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
 აღსანიშნავია,რომ  ქალაქ მელიტოპოლის მერმა, ტყვედ ჩავარდნამდე, დამეგობრებულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართა.
#უკრაინისთვის

for ukraine 03for ukraine 04

for ukraine 02

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნდა 2021 წლის  წლის 03 დეკემბრიდან   შემდეგი შემადგენლობით:

 

1)  ბექა ქორჩილავა  -  ფრაქციის    თავმჯდომარე;                                                                  

 2) კახა ლობჟანიძე - ფრაქციის  თავმჯდომარის მოადგილე;                                                

3) ანი ბალიაშვილი - ფრაქციის  თავმჯდომარის მოადგილე;  

 4 ) ნაზი დიდებელი  -  ფრაქციის  თავმჯდომარის მოადგილე;                                              

5) ქეთევან გოგიაშვილი - ფრაქციის წევრი;

6) შალვა სრესელი - ფრაქციის წევრი;

7) ნანა ლოთიშვილი - ფრაქციის წევრი;

8) ნიკოლოზ კოპაძე - ფრაქციის წევრი;

9)  გივი გინტური - ფრაქციის წევრი.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი