სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
599 77 44 15 - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მანუჩარ ლაფაჩი
დაიბადა გორის რაიონის სოფელ სკრაში 1973 წლის 13 ივნისს.
სოფელი სკრის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა (1990-1995 წ.წ.) ქ. გორში, სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღრიცხვა-ანალიზი და კონტროლი ტრანსპორტში სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ქონების მართვის, შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში უძრავ-მოძრავი ქონების განყოფილების გამგედ.
2005-2006 წლებში იყო სოფელ სკრაში მერის წარმომადგენელი.
მანუჩარ ლაფაჩი არის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი, სოფელ სკრის მაჟორიტარი დეპუტატი.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.