ირაკლი ჯალაბაძე დაიბადა 1983 წელს გორის რაიონის სოფ ქორდში. არბოს არასრული, შემდეგ კი მერეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სუხიშვილის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამი წლის მანძილზე მუშაობდა გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექური სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილედ, ამჟამად არის გორის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში და ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
ჯალაბაძის სურვილია ხელი შეუწყოს დიცის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის ქსელის მოწყობას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ახალგაზრდების ჯანსაღ აღზრდაზე ზრუნვას და მინი - სტადიონების გაკეთებას.