დაიბადა 1952 წლის 15 ივლისს ქ. ცხინვალში.
დაამთავრა ყოფილი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო ჟურნალისტი, მუშაობდა არასამთავრობო და საჯარო სექტორებში, 2004-2008 წლებში იყო ჟურნალისტი ცხელ წერტილში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ეუთოს ეგიდით.
არის იმედის გმირი 2011;
არის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი ერგნეთი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ერგნეთში, საკუთარი სახლის სარდაფში დააარსა ,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს;
დაჯილდოვებულია მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისთვის“;
არის ქალთა უფლებების დაცვის სფეროში - კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი (2014 წ); ევროკავშირის პრიზი ,,მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ ნომინანტი (2014 წ) და NIMD-ის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული (2012-2013 წწ).
ლიანა ჩლაჩიძეს გავლილი აქვს უამრავი სასწავლო კურსი, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში თემაზე ,,BBC-ს მუშაობის სტილი და მეთოდები კონფლიქტის გაშუქების კუთხით“. მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო კონფერენციაში.
ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ქვრივი.
ლიანა ჩლაჩის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობდა ფრაქციას ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“. ამჟამად კი არის სამანდატო, საპროცედური საკითხთა დაე ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
ის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა და მისი მუშაობის მტავარი მიმართულებებია: ე.წ.საზღვრისპირა სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელსეწყობა, ქალთა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებული საკითხების წინ წამოწევა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელსეწყობა
ლიანა ჩლაჩიძეს ჰყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი.